ანუ, რა გამოდის, პრობლემა მარტო ღარიბაშვილში იყო და ამიტომ წავიდა მარტო ის?- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ანუ, რა გამოდის, კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია?
ანუ, რა გამოდის, პრობლემა მარტო ღარიბაშვილში იყო და ამიტომ წავიდა მარტო ის?
ანუ, რა გამოდის, კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია (განსხვავებით ღარიბაშვილის პირველი გადაყენებისგან, როცა მთელი შემადგენლობით გამოხვეტეს ყველაფრიდან)?
თუ ეგრე გამოდის, საინტერესო გამოდის“,- წერს გვარამია.