"მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება", - ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და უდიდესი დაფასება მათ ღვაწლს, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესების უშიშარი და დაუზარელი მსახურებისთვის, ისე უამარავი მოქალაქისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, პირადად ჩემთვისაც.
მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება",- წერს ნიკა გვარამია.









