ამ უბედურებას სახელი არა აქვს. დამბლა დამეცა შოკისგან და უღონობის სირცხვილისგან. - წერს ტვ მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე ჩაერთო
შეგახსენებთ: მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
ეს რამდენიმე თვის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას.
სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.
ცვლილებებია მოსამართლეთა კოლეგიაში, რომლის წევრებიც ნინო ელეიშვილი, მაია ქოქიაშვილი და ლია ორკოდაშვილი იყვნენ, რომელიც საქმეს ჩამოშორდა.
ოფიციალურ მიზეზად საპენსიო ასაკი დასახელდა. ორკოდაშვილს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის შეცვლის.