მე და ნიკას გვყოფნის მოქნილობაც, ასევე გონიერებაც რომ წარმოუდგინოთ საზოგადოებას გამოსავალი და ვთქვათ, რომ შევცვალოთ, მოვიდეთ ახალი ხალხით, ახლებურად,- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ორივეს, მე და ნიკა მელიას გვყოფნის კეთილგონიერება და გამბედაობა, რომ ვთქვათ, შეცდომები არსებობდა ორივეს მხარეს. ნიკა იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში, მე ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის დირექტორი. ცხადია, პასუხისმგებლობები სხვადასხვანაირად ნაწილდება, მაგრამ გვყოფნის კეთილგონიერება და გამბედაობა ამის ასაღიარებლად და მეორე, გვყოფნის მოქნილობაც, ასევე გონიერებაც რომ წარმოუდგინოთ საზოგადოებას გამოსავალი და ვთქვათ, რომ შევცვალოთ, მოვიდეთ ახალი ხალხით, ახლებურად. ახალი ხალხი არ ნიშნავს აუცილებლად ახალ სახელს და გვარებს, შეიძლება ბევრჯერ ვხედავდეთ ვიღაცას, მაგრამ იყოს ახალი გადაწყვეტილებების ავტორი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.