"პრეზიდენტი ტრამპი ამ ნაბიჯით მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერა ძალიან მძიმე წონიან ლიდერად, რომელმაც სამყარო პოზიტიური მიმართულებით შეცვალა. სულ რომ არაფერი აკეთოს, ეს მაინც ასეა", - ამ ის შესახებ პატიმრობაში მყოფი კოალიცია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ის რაც აშშ -მ ირანთან დაკავშირებით გააკეთა, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას , რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ნაბიჯით მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერა ძალიან მძიმე წონიან ლიდერად, რომელმაც სამყარო პოზიტიური მიმართულებით შეცვალა. სულ რომ არაფერი აკეთოს, ეს მაინც ასეა.
იმედს ვიტოვებ, უკრაინის მიმართულებითაც გადაიდგმება ამ მნიშვნელობის და წონის გადამწყვეტი ნაბიჯი და, ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სამშობლოს გადარჩენაშიც თავისი წონადი სიტყვა თქვას აშშ-მ", - წერს ნიკა გვარამია.