“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების თაობაზე.

პრემიერის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. გადაკეტილია სახლამდე მისასვლელი ქუჩებიც.