სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.