სამარცხვინო და მდაბიო საქციელი ზვიად გამსახურდიას ფოტის ჩამოკიდება ყიფილა და არა მისი არარსებობა საქართველის პარლამენტში - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასება, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის ჩამოკიდებას მოჰყვა.
სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარებია, რა გვლანძღა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეზ მე და როსტომი. თქვენო, შეურაცხყავით ზვიად გამსახურდიას ხსოვნა და მოღვაწეობაო, შეურაცხყავით რისთვისაც ის იბრძოდაო, ეს არის უპატივცემულობა პარლამენტის მიმართო, არაკეთილსინდისიერება ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარის მიმართო, ეს არის ყველაზე მდაბიო და სამარცხვინო საქციელიო… ასე გეგონებოდა, რომ პუტჩისტებს მიმართავდა ეროვნული ხელისუფლების მესვეური:))არადა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მოგვმართავდა ჩვენ, მე და როსტომს. სამარცხვინო კი ის ყოფილა, რომ 33 წლის დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენრში როგორც იქნა სათანადო ადგილი მიეჩინა ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათს ზვიად გამსახურდიას სახელიბის დარბაზის წინ!
სამარცხვინო და მდაბიო საქციელი ზვიად გამსახურდიას ფოტის ჩამოკიდება ყიფილა და არა მისი არარსებობა საქართველის პარლამენტში. ზვიად გამსახურდიას ფოტოს ადგილმდებარეობაზე დაპირისპირებულა ხელისუფლება და ოპოზიცია და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეთანხმდებიან?!:))