"მთავარ არხს" გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს როგორ ჩათვლის საჭიროდ. "- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მთავარ არხს" გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს როგორ ჩათვლის საჭიროდ. რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკისია. პარტიის თანათავმჯდომარე. პოლიტიკოსის რა საქმეა მთავარი არხის საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში. არადა, არის!..
თუ მთავარი არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა? მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროვებს? აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. საქართველოს ბანკს სასათბურე პირობებში ჰყავს. მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის? რითღა დაეხმაროს? ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი. თავი გადმოიფარჩავა. ახალს გავხსნიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, - ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი საქართველოს ბანკი და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად. ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, - ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს. ვნახოთ, ვინ ვის რას აცლის და როგორ…" - წერს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ: "მთავარი არხის" სახელით დღეს განცხადებას გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ "მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
ამასთან, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, "მთავარი არხის" ყოფილმა მფლობელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: ახსნა მარტივია - მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.