მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გივი თარგამაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
"გივია თარგამაძის ვნებანი
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჩამიგდო საიდანღაც ფეისბუკზე ამოვარდნილი გივი თარგამაძისა და ეკა კვესიტაძის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ისინი მსჯელობენ „გარუსებული ღრუ-ზინების“ მავნე ქმედებებზე და მათგან მომავალ საფრთხეებზე.
ეს ჩვენი დიდი სტრატეგი და ანალიტიკოსი გივია თარგამაძე ამ დიალოგისას ბევრ „გენიალურ“ მარგალიტს აფრქვევს წაღმა-უკუღმა, თუმცა ამაზე ახლა არ შევჩერდები, მით უმეტეს, რომ ეს „დიდი პატრიოტი“ იმავე გადაცემაში ამბობს, რომ ეს ყველაფერი 28 ნოემბერს ჩანიშნულ აქციაზე ხალხის მობილიზაციისთვის სჭირდება, რათა მერე ამ აქციის „გრანდიოზულობის“ წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეს.
ყურადღება მიმაპყრობინა ამ გადაცემაში თარგამაძის მხრიდან ჩემი სახელის რამდენჯერმე „უაზროდ“ ხსენებამ.
ჯერ ვიფიქრე, ეს ალბათ ცუდად გამოძინებული ან პახმელიაზე მყოფი გივის მორიგი ფანტაზიის ნაყოფია მეთქი, მაგრამ მერე გავიხსენე, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი გივიაც კი თავის ბაბლში რაღაც ანგარიშგასაწევ „პოლიტიკოსს“ წარმოადგენს და ამიტომ მოკლედ მინდა ვუპასუხო მის ნაბოდვარს.
მოკლედ, ეს ჩვენი გივია „გარუსებული ღრუ¬ზინების“ მთავარ იდეოლოგად ნანა კაკაბაძეს წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ თურმე მე ვაიძულე (ან ვურჩიე) პარლამენტს, რომ შეექმნათ საგამოძიებო კომისია, მე ვაიძულე პროკურატურა, რომ ბრალი წაეყენებინათ პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლებით და თურმე მე ვაგროვებ ხელმოწერებს, რომ აღდგეს საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა.
ეხლა აქ არ არის იმის მტკიცების ადგილი, თუ თვითონ გივი თარგამაძემ და მისმა ბელადმა, პატრიოტული რიტორიკით შეფუთული რამდენი პრორუსული საქმე გაუკეთეს ოკუპანტ ქვეყანას, რადგან ეს ყველამ (ვინც თავს არ იშტერებს ან თვალებს არ იბრმავებს) ისედაც კარგად იცის.
მხოლოდ იმაზე ვუპასუხებ, რასაც ბედავს და პირადად ჩემზე ავრცელებს ეს ვერშემდგარი და ვერგამოფხიზლებული „პატრიოტი“, რათა ის ადამიანები დარწმუნდნენ მის სიცრუეში, ვინც ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამს მის ნაბოდვარს.
1. მიუხედავად იმისა, რომ ნაცების ხელისუფლებიდან ჩამოშორების პირველივე დღეებიდან თითქმის 1-2 წლის მანძილზე ვითხოვდი ნაცების გასამართლებას, უკვე ხელიც კი მქონდა ჩაქნეული, ვინაიდან საშველი არ დაადგა სამართლიანობის აღდგენასა და საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაზე უსამართლო, სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას.
აღარც მჯეროდა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა.
ამიტომ საერთოდ არავითარი შეხება არ მქონია 12-13 წლის შემდეგ საპარლამენტო კომისიის შექმნასთან, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი მოვლენა. თუმცა, კომისიის მუშაობის შედეგებით მაინც კმაყოფილი ვარ („სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“).
2. პროკურატურისადმი მიმართვაზე ვიტყვი იმას, რომ საჭირო საქმედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანი ხედავს პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნისათვის აშკარა ზიანის მიყენებას ან ზიანის მიყენების მცდელობებს უნდა ცდილობს იმის გარკვევას, ეს უბრალოდ ვერ შემდგარი პოლიტიკოსების შეცდომების შედეგია თუ ქვეყნის ღალატში ჩართული პოლიტიკოსების მხრიდან სახელმწიფოს შეგნებულად დაზიანება ვიღაცის (თუ ვიღაცეების) დავალებით.
ზემოხსენებულის გამოძიების კომპეტენცია კი სწორედ პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს.
ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც, ან თითქოს ჩემს დავალებებს ასრულებდეს პროკურატურა.
3. განსაკუთრებით სასაცილოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ხელმოწერებთან ჩემი რაიმე კავშირი. აქაც ჩვეულ ხერხს მიმართავს ვერგამოფხიზლებული გივია თარგამაძე და ლამის გუშინდელ ამბად წარმოაჩენს თითქმის 2 წლის წინ თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ შეკრებას, რომელზეც საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე და რომელსაც მეც ვესწრებოდი. მისი აზრით, სწორედ იქ გადაწყდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე ხელმოწერების შეგროვების დაწყება. იმიტომაც აცხადებს ამას ახალ ამბად, რომ ხალხმა ეს სისულელე დაიჯეროს, თორემ თუ იტყოდა, რომ ის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართა, ხომ იფიქრებდა ხალხი, ეხლა რატომ გახდა აქტუალური თითქმის 2 წლის წინანდელი შეკრების გადაწყვეტილებებიო?
შეიძლება ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგაც ისევ „გარუსებული ღრუ¬ზინების“ იდეოლოგად ჩამთვალოს თარგამაძე-კვესიტაძის ბაბლის შემადგენლობის ნაწილმა, მაგრამ ესეც არ იქნება გასაკვირი, რადგან არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვერასოდეს მოახერხებენ არქიფო სეთურის მრევლის მდგომარეობიდან გამოსვლას. ამიტომ ასეთებს ვუსურვებ, ღმერთმა ნუ მოუშალოთ კაკოია თაბაგარის (გივია თარგამაძის) ბაბლში ყოფნა.
გივი თარგამაძის ბოდვის ლინკი.
https://www.facebook.com/share/v/1CXd4pbA3Y/ - წერს ნანა კაკაბაძე "ფეისბუკში"









