ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრბმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გუშინ მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მინლიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამრთლო დავა. "შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მერია კომპანიას თბილისში პარკირების სივრცეების მოწყობა-მომსახურების კონტრაქტი შეუწყვიტა. პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენის რამოდენიმე ასპექტზე: პირველი - მიერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურეობასთან და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა. მეორე - კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში მერიას არ აუშენებია/მოუწყია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისავის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე ისეთივეა დღეს. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კახი კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში. არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია ეს არის ქართული ოცნების მმართველობის სამარკო ნიშნები, რომლის ფასსაც თვითოეული ჩვენი მოქალაქე იხდის. სწორედ ამიტომ წერტილი უნდა დაესვას მათ ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას" - განაცხადეს "ევროპული საქართველოს" ოფისში.