"გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ გაზაფხულზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრული პროპორციით. ამის სესახებ ის თავის სოციალურ ქსლეში წერს:
"აჰა, უცბად, ამ 2 თვეში: რაც მოხდა: 1) არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ გამარჯვება არ მიულოცა 2) ოპოზიციური პარტიები (ორგანიზაციები+არასამთავროები) ინარჩუნებენ ერთიანობას (ცალკე ინდივიდის შესვლა განხილვად არ ღირს) 3) ხალხი არაა ხელისუფლების მომხრე - ხელისუფლება მიტაცებულია 52%-48%-ზე. რაც უნდა მოხდეს 1) გასაშლელია (როგორც ბათუმში და სხვაგან) ბევრი ლოკაცია, ასე დაახლოებით 200, 250 ადგილზე. თითოეული ადგილის მეთვალყურეობას დაჭირდება 50 პოლიციელი. 200 გამრავლებული 50-ზე უდრისს 10 ათასს პოლიციელს 2) გაზაფხულზე ხელახალი (ახალი, ვადამდელი, რაც გნებავთ ის დაარქვით) არჩევნები სრული პროპორციით!!!, დაბალი ბარიერით (პატარ-პატარა პარტიების ხმები რო არ დაიკარგოს) კოალიციურობის გარანტირებისათვის, ელექტრონული ვერსიით (უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ღებულობენ მონაწილეობას). როგორ ვაღწევთ? შრომით. სიმტკიცით და მოთხოვნით! 3) მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტია (ნახევარ მილიონზე მეტი ხმა), ჩამოსვლით თუ ჩამოსვლის გარეშე!!! თუ არ მოხდა 1) დედა ნატირები ლარი გაკუპონდება (დეფოლტი) 2) ქვეყნიდან მოსახლეობა (განსაკუთრებით ახალგაზრდობა) კიდევ უფრო მეტი გაიქცევა. 3) ანაკლიაზე (და მისთანა პროექტებზე) არავინ იფიქრებს 4) პოლიტიკურ რეფორმებზე - სუსი, პროკურატუტა, სასამართლო, საგადასახადო სისტემა, .... არც გაიფიქროთ. 5) ამასობაში თურქი აზერებთან გზას შეიყვანს 6) ყველაზე მთავარი: ვიცხოვრებთ მშვიდობიან (ელისო ბოლქვაძე, სამაგიეროდ ომი ხომ არაა, ცოტაა?) მონობაში. ნიჰილისტები (ისინი გაბევრდებიან) იტყვიან, ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, გაუმარჯოს რუსს. დანარჩენი თქვენ დაწერეთ (მიუმატეთ, მოაკელით), ოღონდ ჩქარა (დრო არ ითმენს), ბლიცით, ფიქრის გარეშე!!! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.