ისლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა შეაჩერა.
"მოსკოვში ისლანდიის საელჩო საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, ისლანდია პრიორიტეტად დაისახავს მოსკოვში საელჩოს ფუნქციონირების განახლებას.'' - ნათქვამია ისლანდიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოსკოვში საელჩოს დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 9 ივნისს გამოაცხადა. გადაწყვეტილება კი ძალაში 1 აგვიტოდან შევიდა.