მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი კოტე ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ ორი წელია, 21:00 საათიდან 22:00  საათამდე პარლამენტთან პროტესტს გამოხატავენ და მთავრობას აკრიტიკებენ.

„ორი წლის წინ დავიწყეთ რუსული მთავრობის გაკრიტიკება და პროტესტის გამოხატვა ყოველდღე პარლამენტის წინ, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე. დღეს, ამ შემთხვევაში ვაპროტესტებთ რუსული მთავრობის მიერ შემოტანილ რუსულ კანონს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ყველა მოგვნათლონ აგენტებად. ჩვენ ყოველდღე ვიქნებით აქ 21:00 საათიდან 22:00 საათამდე. თუ მსურველი იქნება ვინმე, ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე, შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ერთმანეთში“,- აცხადებს მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი.

შეგახსენებთ, მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ. „დაფიონის“ წევრებმა პარლამენტიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებენ.