მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს, კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა.

დასმულ კითხვაზე, მშვილდაძემ ცემა დაიმსახურა თუ არა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„თქვენ თუ გაგება არ შეგიძლიათ, ვერ გაიგებთ ვერასდროს. თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია, ხელისუფლება, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი? მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ ამ ქვეყანაში შუღლს. იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი. არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი, არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე, თუ ის ადამიანი, ვინც მშვილდაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ერთი და არც მეორე, არ არის სამოქალაქო აქტივისტი".

ნიკოლოზ გუგეშაშვილი: მე ვარ გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა, ვცემე მიშა მშვილდაძე - არსად დამალვას არ ვაპირებ