საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.
გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP31), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში იმართება.








