საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დავესწარი - დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მივმართე და ბატონ რევაზს სამომავლო საქმიანობაში წარმატება ვუსურვე.

ბატონ რევაზ ნადარაიას სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ამსაპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს საქმეს თავს წარმატებით გაართმევს" - წერს მიხეილ ყაველაშვილი.