პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმიანება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება მანიპულაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 1 კვირაზე ნაკლები დარჩა და წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მისი თქმით, თავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და აღნიშნავენ, რომ შედეგები ვერ გაყალბდება.
„სულ რაღაც 1 კვირა დარჩა არჩევნებამდე, მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია გაყალბება.
ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება- ამას თავად აღიარებენ ანუ მიზეზი აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე ქმედებას მიმართო,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.