სერბეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.

ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.

ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.

გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის".