ფაქტების გარეშე ადამიანის დადანაშაულება შეურაცხმყოფელია. ხოლო თუკი ფაქტები არსებობს, ვის უმალავენ? ველოდებით, რომ დაგვანახონ ეს ფაქტები და თუ ეს ადამიანები კორუმპირებულნი არიან, მივცეთ პასუხისგებაში. სანქციები რა შუაშია?, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, კორუმპირებულ მოსამართლეს სანქციები კი არ უნდა დაუწესდეს, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს და ციხეში იჯდეს, ოღონდ, მანამდე აშშ-ის წარმომადგენლებმა კორუმპირებულობის დამადასტურებელი ფაქტები უნდა დაასახელონ. სხვა შემთხვევაში ეს არაპარტნიორული დამოკიდებულებაა.

ხალხის ძალისმიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ წერილის ბოლო აბზაცში მივმართავთ ხელისუფლებას, რომ იყვნენ პრინციპულები და საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვან
ხელისუფლების წარმომადგენლების რამდენიმე განცხადებას მოვუსმინე და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კმაყოფილი ვარ - ღირსეული მიმართვა იყო ბლინკენის მიმართ; ასევე, მოვუსმინე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ ლილუაშვილს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემთვისაც ახალი იყო - ადამიანი, რომელიც 7-8 მარტის მოვლენებთან იყო დაკავშირებული, რადიკალურ ჯგუფებს ამზადებდა, ამიტომ, სახელმწიფომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში არ შემოუშვა. სწორედ ეს არის თითოეული მოქალაქის, საქართველოს, ჩვენი სუვერენიტეტის  პატივისცემა და ასე უნდა იქცეოდნენ ღირსეული ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები

ჩვენს წერილში არაერთხელ მოხსენიებული გვაქვს, და ამაში საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაც დაგვეთანხმება, რომ იმ ავბედით წლებში, როცა სასამართლოს სისტემას 93% შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა, მოქალაქეებს ქონებებს ართმევდნენ და ღამის სამ საათზე სხვებზე აფორმებდნენ - ამ ჯალათური სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის, რომელიც დღეს ლუქს პალატაშია და ადეიშვილისთვის, რომელიც ევროპაში თავისუფლად დასეირნობს, არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ჩვენს მოსამართლეებს კი ყოველგვარი ფაქტების გარეშე სანქციები დაუწესეს. ამიტომ, ყველას გვებადება კითხვა: რას ნიშნავს ჩვენი [და აშშ-ის] პარტნიორობა? როცა პარტნიორი ხარ, პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მომაწოდო, რომ ესა თუ ის მოსამართლე ეჭვმიტანილია და იქნებ გამოძიება დაიწყოთ. როცა პირდაპირ სანქციას მიმართავ და ამ თემაზე ფაქტების გარეშე საუბრობ, რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელია და პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება
ჩვენ, „ხალხის ძალამ“, როცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დაინიციირება გადავწყვიტეთ, ნედ პრაისმა პირდაპირ მიგვანიშნა - ამას რუსულ კანონს ვუწოდებთ და ასე მივაწვდით მოსახლეობას მის შესახებ ინფორმაციასო.

ჩვენ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ შევძელით, თუმცა, რა თქმა უნდა, ხალხისთვის სიმართლის მიწოდებას დღესაც ვაგრძელებთ. ამ კანონს რუსულთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის ამერიკული კანონის მოდელზე შექმნილი კანონი.

მაგრამ ახლა ჩნდება ფაქტები, რომ ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. სანქციების დაწესების ამბავიც ემსახურება იმას, რომ დეზორგანიზაცია გამოიწვიოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში. დარჩიაშვილის განცხადებაში მოყვანილია ფაქტები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებებიდან, სადაც აღწერილია, 2012 წლის შემდეგ როგორც პროგრესირებს სასამართლო სისტემა. თუ სასამართლოზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ სისტემაზე, მის შედეგებზე, რეფორმებზე და ასე შემდეგ. ამ პროცესში მთელი ქართული მართლმსაჯულება იყო ჩართული.

არის დაახლოებით 20-მდე მოსამართლე, მე დავარქმევდი აგენტებს, ვისი საშუალებითაც უნდა არიონ სიტუაცია. ისინი მიჰყავთ ტრენინგებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც, ტრენინგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე ტარდება, ამზადებენ და უნდათ, ამ 20 მოსამართლით გამოიწვიონ ვნებათაღელვა სასამართლო სისტემაში. გაიხსენეთ ჩხიკვაძის ფაქტი, როდესაც იგი დაიბარეს და შემდეგ თითქმის სანქციები დაუწესეს - ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, თუ სუვერენული ქვეყანა ვართ. ჩვენს წერილში სწორედ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღირსეული პასუხი გასცეს ამ ყველაფერს. თითოეულმა ჩვენგანმა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ეს თუ პარლამენტის წევრი, უნდა ვიცოდეთ, რომ, პირველ რიგში, ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსა და მოქალაქეებს, ვალდებულებაც გვაკისრია, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება - აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

ბოლო დროს მომხდარი მოვლენები მარწმუნებს, რომ აუცილებელია, გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, რათა მუდმივად იყვნენ სიმართლით აღჭურვილნი. სხვა გზა არ გვაქვს
კარგად უნდა შევაფასოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რას ნიშნავს პარტნიორობა. პირად მაგალითზე რომ განვიხილოთ, როდესაც ჩემი მეგობარი ჩემს დაუკითხავად ჩემი ოჯახის წევრს რაღაცას უპირებს, ან რაღაცას უკეთებს, მე კი საქმის კურსში არ ჩამაყენებს - ეს ხომ ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დარღვევაა?! როცა პარტნიორი ქვეყანა ხარსანქციას უწესებს ჩვენს მოქალაქეებსა და საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში არ არის - ცხადია, ეს პარტნიორობის დარღვევა და შეურაცხყოფაა!

არსებობენ ადამიანნები, რომელთაც ეს შეურაცხყოფა ახარებთ კიდეც. მაგალითად, „TV პირველმა“ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება სასიხარულო ცნობად წარმოადგინა. მათთვის ეს სასიხარულო ცნობა იყო. მათი საინფორმაციო გამოშვებები რომ ჩავრთოთვნახავთ, როგორი სიხარულით ამცნობენ საზოგადოებას ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას.

კორუმპირებულ მოსამართლეს სანქციები კი არ უნდა დაუწესდეს, ის ციხეში უნდა იჯდეს, უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში

როგორც მე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენი წარმომადგენლები, ლიდერები, გამოსვლებში სწორედ ამას ვუსვამთ ხაზს, რომ ფაქტების გარეშე ადამიანის დადანაშაულება შეურაცხმყოფელია. ხოლო თუკი ფაქტები არსებობს, ვის უმალავენ? ველოდებით, რომ დაგვანახონ ეს ფაქტები და თუ ეს ადამიანები კორუმპირებულნი არიან, მივცეთ პასუხისგებაში. სანქციები რა შუაშია? სანქციები მას შემდეგ დაუწესონ, რაც ჩვენ მივცემთ პასუხისგებაში ამ ადამიანებს. პირველ რიგში კი მათი კორუმპირებულობის დამადასტურებელი ფაქტები უნდა დაგვისახელონ“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ