მისულია ეს პროცესი იქ, რომ პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ მონა გახდე კუბილიუსის - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია (მანამდე მიღებულებიც), არ მერიდება და სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია, გულწრფელი მინდა ვიყო. კიდე ვერ წარმოუდგენია ალბათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ევროპარლამენტში მსგავსი რამ ხდებოდეს. ამდენი ადამიანი, 577 ადამიანი ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას იღებს. ამავდროულად, ვხედავთ ამ ადამიანის [სააკაშვილის] სიმულირებას. ამხელა თანხას იხდის ოჯახი იმაში, რომ ეს კამპანია აფინანსონ და არა იმაში, რომ წელიწადნახევარია კვდება და ვინმე მაგარი ექიმები ჩამოეყვანათ. ფულს ხარჯავენ იმაში, რაც ხდება ევროპარლამენტში. ყველა კუბილიუსია ახლა და რასთან გვაქვს საქმე. მისულია ეს პროცესი იქ, რომ პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ მონა გახდე კუბილიუსის, რომ კუბილიუსი რასაც გიკარნახებს ისე მოიქცე და ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.