ნამდვილად ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე რომელი პოლიტიკოსი რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდება. ძალიან გამიჭირდება ამ პროგნოზის გაკეთება და არც დიდი სურვილი მაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ შემიძლია ზუსტად ვთქვა - პრეზიდენტის და ოპოზიციის დღის წესრიგი ერთმანეთს ემთხვევა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე მგონია, რომ ამის მიზეზი არის ერთადერთი - შეიძლება ოპოზიციაში ვიღაცას უნდა, ვიღაცას კი არ უნდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამაზე წინ, უფრო პრიორიტეტად სახავენ სხვა მიზანს და ამ შემთხვევაში ეს არის ხელისუფლებასთან ქიშპობა, ხელისუფლებასთან პაექრობა. სხვაგვარად ეს აუხსნელად დარჩება. 2013 წლიდან ეს ხალხი დადის, სხვადასხვა მითს თხზავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი შეიცვალა და ა.შ. და ამ დროს ყოველ კონკრეტულ ჯერზე ფაქტები სრულიად საპირისპიროში არწმუნებს საზოგადოებას“, - აცხადებს სარჯველაძე.