სააკაშვილისთვის ჯილდოების გადაცემა ქართველი ხალხისთვის კომიკურად გამოიყურება - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ჯილდოს რაც შეეხება, ქართველი ხალხისთვის ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურება. შეიძლება, ევროპაში ვინმეს გულით უნდა, რომ სააკაშვილი კვლავ გახდეს ხელისუფალი საქართველოში. ასეთ დროს ინსტრუმენტებიც რელევანტური უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეებს იმას ეტყვი, რომ სააკაშვილს ევროპა აჯილდოებს თავისუფლებისთვის შეტანილი წვლილისთვის? პოლიტიკამ ადამიანების გართობა იცის, შეიძლება, ისეთ სიშორეებს მისწვდნენ, რომ რაღაც ეტაპზე გონივრული განსჯის უნარი დაკარგონ. როგორც ჩანს, ასეა. სხვათა შორის, ეს ახალი არ არის. ასეთი უცნაურობები ხდებოდა ხოლმე. შეიძლება, პირდაპირი პარალელი არ გამოდის, მაგრამ 1939 წელს ადოლფ ჰიტლერი ნობელის ლაურეატი იყო მშვიდობის დარგში. პოლიტიკაში ადამიანები ერთობიან და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე. საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიღება აღარ მოხდა. პოლიტიკოსები რომ ჩარეულიყვნენ, შეიძლება, ის ჯილდო მიეღო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.