"იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე - სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა, ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა". - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

"ნუ აღვუდგებით წინ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ 60 პროცენტამდე ქართველი ხალხის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ - მუქარის, ზეწოლის ,დაშინების და ა.შ, მათი ნება არის ურყევი. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას - ნუ აღუდგებით ქართველი ხალხის ნებას წინ, რადგან ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ