მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფორმულა კრეატივის"  წარმომადგენელს, სცენარისტს ქეთი დევდარიანის გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, 

გუშინ, ტვ “ფორმულას” ეთერში, ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებამ და ჩემი აზრით, ერთ-ერთმა უმაღლესმა ინტელექტუალმა განაცხადა: “წინა ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც მათ არ მოსწონდა, ხისტად იჭერდა.” მსგავსი განცხადების გაკეთებისას, აუცილებელია კონკრეტულობა, თუ ვინ იგულისხმება, ან რას ნიშნავს ხისტი დაჭერა, რათა არ მოხდეს ცრუ ნარატივის გავრცელების ხელშეწყობა. - წერს მიხეილ სააკაშვილი.