„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო საინტერესო იქნებოდა, მას რომ პოლარიზაციის დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადაედგა და - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ალბათ, შინაარსიანი და უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის გადადგამდა ყველაზე დიდ ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და მისი გათავისუფლება. დავესწრებით, მოვუსმენთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს და შეუძლია გააკეთოს ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი უკვე წლებია პოლიტიკური დევნის ობიექტია. ასევე ის არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ობიექტი,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ პარლამენტში 6 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით.