მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხი" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ ინტერვიუს აფასებს და ამბობს, რომ "სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იყო"
ნიკა გვარამიას გუშინდელი გამოსვლა ,,მთავარზე” სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იყო." - წერ მიმხეილ სააკაშვილი.
ნიკა გვარამიას თქმით, "კოლოსალური შეცდომაა, რაც მაშინ ხელისუფლებამ ქნა და მეც ვიყავი ამაში ჩართული. ადამიანებმა უნდა იფიქრონ საკუთარი ქმედებების შედეგებზე, მათ შორის როცა მიიჩნევენ, რომ მართლები არიან. ჩვენი შეცდომები მარტო ჩვენს მოწინააღმდეგეებზე არ გადადის, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ყველაფერი ჩვენს შვილებზეც გადადის".
ასევე, "მთავარ არხთან" ინტერვიუში გვარამიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება“ არის არათავისუფალი ადამიანების ერთიანობა. ვერ ვილაპარაკებ მათ შესაძლებლობებზე, განათლებაზე, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს
ფოტო არქივიდან