მსჯავრდადებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლად არჩეულ სახალხო დამცველთან შეხვედრაზე თანხმობას აცხადებს.
"მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას.
მადლობა გამოთქმული სურვილისთვის." - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და, სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.