საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას მრავალი ასეული ათასი მომხრე ჰყავს, უკრაინელების ჩათვლით კი – რამდენიმე მილიონი.

მიდი თქმით, მხარდამჭერების ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს მისი მისამართით უსამართლო თავდასხმებზე.

„მე მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს უსამართლო თავდასხმებზე. ისე კი, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და რა ვიცი, ამ სტატუსსაც გავაზიარებ ყოველ შემთხვევაში. მე თვითონ ის ეთერი, რომელზეც საუბარია, არც მინახავს და არც მაინტერესებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.