მიხარია, რომ სოფომ ბევრს გაუწია უფასო სამედიცინო კონსულტაცია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს კახეთიდან, სოფელ კურდღელაურიდან სოფო ჯაფარიძემ და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”ჩემი ჰუმანიტარული ინიციატივის განხორციელება დაიწყეს.
მიხარია, რომ სოფომ, რომელმაც გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი შეკრიბა, ძალიან ბევრ ადგილობრივს გაუწია უფასო სამედიცინო კონსულტაცია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ გუნდს - ექიმებს, რომლებმაც უანგაროდ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სოლიდარობის გრძნობით, მთელი დღის განმავლობაში კონსულტაცია გაუწიეს კურდღელაურის მაცხოვრებლებს. სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი სახელმწიფო!“- წერს სააკაშვილი.