მსჯავრდადებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს მიმართავს:
"მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს
მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით." - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.