"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს, რომელსაც გუშინ აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

ხარებას და სირაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან.

თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ხარებას დაჯგუფება მცემდა და მეუბნებოდნენ, რომ გრძელი ენა მაქვს და ხელისუფლებას ვაკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გავჩერდე. იძახდნენ, რომ მოკალით და მერე თქვით რომ თავი დაარტყა. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა. არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას