„ნაციონალური მოძრაობის ახალარჩეული თავმჯდომარე,ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილს წერილის გამოგზავნისთვის მადლობას უხდის.

„ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მესამე პრეზიდენტის წერილი ... მადლობა პრეზიდენტს, მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის“ - წერს ხაბეიშვილი.

“გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ  არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სვა ადგილებიდან მხარს"- წერია წერილში.