მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება:
"ლავროვმა თქვა რომ ქართველები იდენტობას იბრუნებენო, მისთვის ჩვენი იდენტობა არის ელარჯის წელვა, ჩვენთვის ეროვნული იდენტობა არის:
სწრაფი რეფორმები,
N1 კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნის სტატუსი,
ერთიანი ეროვნული გამოცდებით, კორუფციის გარეშე, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა,
გადასახადების შემცირება,
სწრაფი სახელმწიფო სერვისები,
ჩვენი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, აღდგენილი ეკლესია მონასტრები,
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი წლების განმავლობაში,
ჩვენი ახალგაზრდობის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები,
ევროპული ღირებულებები და ევროატლანტიკური მისწრაფებები,
თავისუფლებისადმი ჩვენი სიყვარული და გამარჯვების ჟინი!
ამჯერადაც ერთად გავიმარჯვებთ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.