მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და, ბატონო მოსამართლე, თქვენ და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება ახლოს არის, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას საქმის განმხილველ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს და აღნიშნა, რომ არჩევნებზე სახელოვნად გაიმარჯვებენ.
„თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. ესე იგი, „ეკონომისტს“ და მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ, ბატონო მოსამართლე, და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. „ვოლ სთრით ჯოურნალს“ აინტერესებს ჩემი აზრი და არა, ბატონო მოსამართლე, თქვენ არ გაინტერესებთ ხომ ჩემი აზრი. ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვებთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით და ყველაფერი გამოგვივა“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.