ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.
მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, ქართული ოცნება ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!
მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, - წერს სააკაშვილი.