ჩემო ბათუმელებო, კვირა არ ჩაივლიდა ისე, რომ ბათუმის ქუჩებში არ გამევლო და თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი. - მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისივე წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის ბათუმში გამართულ კამპანიას ეხმაურება და ბათუმელებს მიმართავს:
ჩემო ბათუმელებო, კვირა არ ჩაივლიდა ისე, რომ ბათუმის ქუჩებში არ გამევლო და თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი.
როდესაც წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დავიწყეთ და ვსაუბრობდით ბათუმის განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ბევრი იცინოდა. მათ უბრალოდ ვერ წარმოედგინათ ის, რომ უმოკლეს ვადებში, ბათუმი შეიძლებოდა თანამედროვე, ევროპული და საოცრებათა ქალაქი გამხდარიყო.
ჩვენ ყველამ ეს შევძელით! სწორედ ამიტომაა ბათუმი ჩემთვის უფრო მეტი ვიდრე ქალაქი.
რამდენიმე დღეა სოფო ჯაფარიძე აჭარაში ჩემი სახელით შეხვედრებს მართავს. მე მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი. გაუზიარეთ მას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების თქვენეული ხედვა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დაზუსტებით ვიცი, რომ დღეს ჩემი ბათუმელები უამრავი პრობლემის წინაშე დგახართ, მაგრამ დამერწმუნეთ, სულ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!
დიდი სიყვარულით, თქვენი მიშა. - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.