საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ქვეყნის ურბანიზაციის აუცილებლობასა და მის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.
"ბათუმში მე რომ დავიწყე ბათუმის გაკეთება, მოსახლეობა ბათუმში ზუსტად 2-ჯერ გაიზარდა. ნახეთ სტატისტიკა!
სინგაპურმა რომ დაიწყო, სინგაპური იყო მილიონზე ნაკლები, ახლა იცით რამდენია, ბევრად უფრო ნაკლებ ტერიტრიაზე? - 6 მილიონი.
ურბანიზაცია როგორც კი იწყება და განვითარება როგორც კი ხდება ძალიან ჩქარა მიდის განვითარება", - განაცხადა სააკაშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში."