ის ცრუ ბრალდებებიც, რისთვისაც ახლა ვარ ციხეში იმას უკავშირდება, რომ ჩემი ქვეყანა არ ჩავაბარე ოკუპანტს, მაგრამ ახლა ოლიგარქი და მისი მაფიოზური რეჟიმი ისე გათავხედდნენ, რომ პირდაპირ სურთ რუსეთთან ომის (ე.ი. საქართველო, რომ დავიცავი) ბრალდებით ჩემი ციხეში მოკვლა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გორის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკა და დასავლეთი, რომელთაც 2008 წელს გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში, არიან საქართველოს მტრები. 2008 წელს რუსეთმა ვერ შეძლო გორზე კონტროლის შენარჩუნება და ახლა როგორც ჩანს ეს მოგვარებული აქვს.
ჩემს მიერ დაბრუნებული და აშენებული ბათუმი პრაქტიკულად ოკუპირებული აქვს რუსებს, რომელთაც იქიდან განდევნეს ქართველები.
ხოლო ივანიშვილი იძახის, რომ მე უნდა გამასამართლონ პრაქტიკულად იმისთვის, რომ 2008 წელს მიუხედავად პირდაპირი ფიზიკური საფრთხისა, არ მივატოვე საქართველო და ბოლომდე დავიცავი მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი, რამაც გაგვიხსნა გზა ევროპისკენ.
პრინციპში ის ცრუ ბრალდებებიც, რისთვისაც ახლა ვარ ციხეში იმას უკავშირდება, რომ ჩემი ქვეყანა არ ჩავაბარე ოკუპანტს, მაგრამ ახლა ოლიგარქი და მისი მაფიოზური რეჟიმი ისე გათავხედდნენ, რომ პირდაპირ სურთ რუსეთთან ომის (ე.ი. საქართველო, რომ დავიცავი) ბრალდებით ჩემი ციხეში მოკვლა.
ასეთი დიდი საშიშროება, რაც ახლა, საქართველოს თავისუფლებას 1990 წლიდან არ დამუქრებია. ამიტომ ეროვნული კონსოლიდაცია არის ერთადერთი შანსი ჩვენი გადარჩენის“, - წერს სააკაშვილი.