"ახლა არ არის შეჩერების, შენელების და არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ, ბურთის გორაობის დრო" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
"ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა. თუ ეს დაასტაბილურა, ჩვენ გველის უკუნი და წყვდიადი. "ახლა არ არის შეჩერების, შენელების და არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ, ბურთის გორაობის დრო. ახლა არის რევოლუციური, გადამწყვეტი მოქმედების დრო. საერთო სახალხო რევოლუცია, რომელიც შეცვლის სიტუაცია და თავისუფალ ადამიანებს გააბატონებს თავის ქვეყანაში " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.