მსჯავრადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრ გივი თარგამაძეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებული პირის მიმართ საგამოძიებო მასალების გასაჯაროვებას უკავშირდება:

"ვაი თქვენს პატრონს!

მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული "პროკურატურისგან.

აი ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ არ უნდა დაგანახოთ რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ შეთითხნილია და თითიდანაა გამოწოვილი და რომ აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ საპატიმროში." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

" 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.