ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

მეუფის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ეკლესიამ ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო.

მათ შორისაა "მიწების გადაცემა, ტაძრების აღმშენებლობა, შენობების გადაცემა ეკლესიისთვის და ბიუჯეტიდან 25 მილიონის გამოყოფა".

"ყველანაირად კარგი იქნება, რომ ვაკმაროთ ეს პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და ალბათ უნდა დადგეს ეს საკითხი და გათავისუფლდეს, თუნდაც თუ საქართველოში არ იქნება, უცხოეთში წაბრძანდეს", - ამბობს მეუფე იობი

მეუფეს ქადაგებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: 

"საეკლესიო ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენმეუფე იობი მიუხედავად, იმისა ეთანხმება თუ არა მას ვინმე, არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა 2003 წლის დასაწყისში, როდესაც მან შემდგომი ბრძოლისთვის დაგვლოცა.

რამდენადაც ვიცი ამ კონკრეტული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო. ამ რამდენიმე კვირის წინ კი მეუფე, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემგან არაფერი მოუთხოვია, ჩემს სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს. მეუფეს ქადაგების გადასაფარად, რომელიც დავითობის დღეს ჩატარდა, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში." - წერს საკააშვილი "ფეისბუკში"