"ოცნებიდან" გამოყოფილი ოთხეული ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, ივანიშვილი აგვისტოშიც ამუშავებს, - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
"მგონია, რომ "ოცნებიდან" გამოყოფილ ოთხეულს ჩვენი დახამრება ჭირდება. ისინი ტრფიკინგის მსხვერპლები არიან. როგორც ვხედავთ, ივანიშვილი მათ აგვისტოშიც ამუშავებს. შვებულებას ართმევს ფაქტობრივად, რა!" - წერს მერაბ მეტრეველი. შეგახსენებთ, “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს. სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მორიგ წერილში ვკითხულობთ: კელი დეგნანს შეეძლო ისეთი პასუხის გაცემა, რაც გააქარწყლებდა შიშს, რომ საელჩოს სამომავლოდ არ ექნებოდა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა