ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ პლენარული სხდომის დასაწყისში განაცხადა.
"მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო. მითუმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე თანხმობა მისცა, რომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული უმრავლესობის წევრთა პოლიტიკური განცხადებების საკითხი გაუქმდეს.