ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ "რუსთავი 2"-თან განაცხადა: 

"რა დამოკიდებულებაც გაქვს შენი თავის მიმართ, ისე ცხოვრობ. თვითშეფასება არის ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი. დაბალი თვითშეფასებით, დაბალი ცხოვრების ხარისხი აქვს ადამიანს. თვითშეფასება ყალიბდება ბავშვობიდან, პირველ რიგში ოჯახში, მერე უკვე სკოლა, გარემო, კომპეტენტურობის განცდა, როგორ მექცეოდნენ სკოლაში მასწავლებლები,  ბავშვები, რა შემეძლო, რა არ შემეძლო, ეს ყველაფერი ერთად. მაგრამ ასაკთან ერთად ადამიანი უფრო მშვიდად უყურებს რაღაცებს, თავიდან ახალგაზრდა განიცდი, ბავშვი განიცდი, მერე იღებ რაღაცებს, იღებ სიმსუქნესაც, სიდაბლესაც, სიმაღლესაც, როგორიც ხარ იმასაც, რაღაცები რომ გეშლება იმასაც, უსუსური რომ ხარ იმასაც, აქედან გამომდინარე მშვიდდები მერე, თორე ისე სულ დამტკიცებაში ხარ, რომ მაგარი ხარ", - განაცხადა მარინა კაჭარავამ.