საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში უკვე მეორე წერილი გამოაქვეყნა. წერილში ექსპრემიერმინისტრი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, წერს რომ გუშინ გამოქვეყნებული წერილი მიიღო ამჟამინდელი რეგიონის განვითარების მინისტრისგან. 

"აიპრესი" დაუკავშირდა მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს: 

"სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა".

ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა - ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ "ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. 

"დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაიშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგი იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი.

1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.

2(მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზე, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენს თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდეს ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით,  ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადადებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: ირაკლი ღარიბაშვილი -  სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!