საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება:
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას!
ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!
ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს!
დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებაში. რომელსაც მისი მეუღლე ნანუკა თამაზაშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა დანაშაული, რაც გახდა საფუძველი საპროცესო შეთანხმების გაფორმების.
2026 წლის 12 იანვარს მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 5 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 2026 წლის 22 ოქტომბერს სუსში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.








