ტყუილზე აგებული პროტესტი განწირულია მარცხისთვის, ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული პროტესტი, ისევე, როგორც ვითომ 300 000 ხმის გაყალბების პროტესტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„საბოლოოდ მნიშვნელოვანი თემა აღმოჩნდა „გამჭვირვალობის კანონი“. აღმოჩნდა, რომ არჩევნები კი არ იყო მნიშვნელოვანი, როგორ ჩატარდა და რა ჩატარდა, მნიშვნელოვანი ყოფილა „გამჭვირვალობის კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც თურმე უნდა გავაუქმოთ, ამაზე გადის ჩვენი ევროპელობა და ევროკავშირის წევრობა. თუ ამაზე გადის, მაშინ ასე არ ხდება.

ჩვენ ორ ფეხზე დავდგებით, ეს ორ ფეხზე დგომა სიმბოლური რატომ გახდა იცით, ჩვენ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ მოლაპარაკების გახსნა შეიძლება მოგვიწიოს, 2028 წლის ბოლოს. გაიხსნება, ეს არის ჩვენი პროგნოზი. რატომ უნდა მივცე იარაღი, ყოველწლიური სალაპარაკო „აბა რატომ ვერ ხსნით მოლაპარაკების პროცესს“, ეს იყო ხომ?! ეს არის შანტაჟის იარაღი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.