გგონიათ, რომ ვინმემ ვერ წაიკითხა ან ვერ გაიგო ეს ანგარიში ან ამ ორმაგი სტანდარტის შესახებ ვინმემ რამე არ იცის?! მაგალითად, საქართველოში ნაცმედია ასეთ კითხვას სვამს ხოლმე ხშირად: „რატომ ვერ დაარწმუნეთ პარტნიორები?“ ხომ, პროვოკაციულია თავისი არსით ეს შეკითხვა? ყველამ ყველაფერი იცის მაგრამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. საქართველო სჭირდება ვიღაცას პაიკად. უფრო პატარაა საქართველოს სამწუხაროდ იმ ქვეყანაზე, რომელიც წარმატებით, საქართველოსგან განსხვავებით პაიკად გამოიყენეს. გუშინწინდელი შეხვედრიდანაც ეს კარგად ჩანდა. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ინტერესებს ჩვენ ვხედავთ, ასევე, „დიფ სტეითს“ და მის მიერ მართულ აგენტურას და მათ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა: იციან თუ არა ბრიუსელში ევროკომისიის ანგარიშის შესახებ და თუ მოახდენს ეს დოკუმენტი ევრობიუროკრატებზე გავლენას.

მისი თქმით, ყველამ ყველაფერი იცის თუმცა საქართველოს გამოყენება სურთ პაიკად, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში.

„საქართველოში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები ვინც ფიქრობენ ეროვნულ ინტერესებზედა ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ადამიანი პოლიტიკოსებად წოდებულები აგენტურა, რომლებმაც თავად ძალიან კარგად იციან რა ხდება სინამდვილეში მაგრამ ემსახურებიან სხვათა ინტერესებს და არა საკუთარი ხალხისა და საქართველოს ინტერესებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმემ რამე არ იცის, არ იცოდეს შეიძლება რიგითმა ამომრჩეველმა, სჯეროდეს მისი საყვარელი პოლიტიკოსის, რომელიც სინამდვილეში აგენტია და აჯერებს თავის ამომრჩეველს იმ სიცრუეში რა სიცრუისაც თავად არ სჯერა. თქვენ გგონიათ, რადიკალურ პარტიებს, რომ ვეძახით აგენტურას, აქედან რომელიმემ არ იცის სიმართლე? რასაც ლაპარაკობენ იმის სჯერათ და ჰგონიათ, რომ ისინი არიან ეროვნულები და ისინი ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს და ხალხს?! მშვენივრად იციან ვისაც და რასაც ემსახურებიან. უბრალოდ ისინი ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მსახურებას. როგორც კი ვიღაცას ობიექტურად ვიღაცას მოუწევს რაღაც ქულით, ინდექსით, კრიტერიუმით შეაფასოს იმ წუთასვე ნათელი ხდება, რომ ამ ქულათა სისტემაში საქართველო არის მოწინავე, როგორც კი ეს პოლიტიკური ინტერესი ჩნდება და მათ შორის ინტერესი, რომ შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მისცენ თავიანთ აგენტურას იმ წუთას საქართველო უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან თუმცა ეს გადმოსახედი არ არის, ეს მათი მესიჯბოქსია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.