ხაზარაძე მარშალის გეგმებს ალაგებს ხოლმე და გერმანიის სახელმწიფოსთან ფინანსური თანამშრომლობის შედეგად ისიც ვერ გაარკვია, რომ გადასახადი უნდა გადაეხადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს თემად, შეიძლება, არ ყოფილიყო, რომ არა მათი დამოკიდებულება, როცა პატიოსნებასა და ყველაფრის მცოდნეობაზე სდებენ თავს. მამუკა ხაზარაძე მარშალის გეგმებს ალაგებს ხოლმე და თურმე ისიც არ იცის, რომ გადასახადის გადამხდელი ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს. ერთ-ერთი მხილება იყო დიდ ტყუილში, როდესაც გერმანიის სახელმწიფოსთან ფინანსური თანამშრომლობის შედეგად ისიც ვერ გაარკვია, რომ გადასახადი მას უნდა გადაეხადა, მიუხედავად იმისა, კონტრაქტში ასე ეწერა და ისედაც ასეა. ასეთ მარტივ აბსურდთან და მდაბიო ტყუილებთან გვაქვს საქმე. დიდ თემებზე და მარშალის გეგმებზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე, მათ შორის ასეთი ტყუილების მხილებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.